ბელგიური გამოცემა - ჩაკვეტაძე ვაისთან „სლოვანში“ მიდის #1TVSPORT
ბელგიური გამოცემა - ჩაკვეტაძე ვაისთან „სლოვანში“ მიდის #1TVSPORT

გიორგი ჩაკვეტაძე „გენტიდან“ მიდის და ბათუმის „დინამოს“ მეტოქის რიგებში, ვალდიმირ ვაისის ბრატისლავას „სლოვანში“ ითამაშებს, სადაც ჯაბა კანკავა და გურამ კაშია თამაშობენ – ინფორმაციას ბელგიური გამოცემა voetbalprimeur ავრცელებს.

„გენტმა“ ბრატისლავასთან შეთანხმება მიაღწია, ჩაკვეტაძე „სლოვანში“ მიდის

„გიორგი ჩაკვეტაძე „გენტის“ დატოვებას აპირებს. გასულ ზამთარში ქართველი იჯარით გერმანულ „ჰამბურგში“ გადავიდა, ახლა კი, დიდი ალბათობით, ბრატისლავას „სლოვანში“ გადავა.

– „გენტი“ ჩაკვეტაძეს ხელს არ უშლის და ბრატისლავას „სლოვანთან“ შეთანხმებას მიაღწია იჯარაზე გამოსყიდვის ოფციით. არსებული ინფორმაციით, ნახევარმცველმა კლუბში სამედიცინო შემოწმება გაიარა. თუ წარმატებას მიაღწევს, ჩაკვეტაძე, შესაძლოა, მალე ოფიციალურად წარადგინონ სლოვაკურ კლუბში, სადაც ის საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით ითამაშებს.

– ჩაკვეტაძეს ძალიან დიდი მომავალი უწინასწარმეტყველეს და მისი დებიუტი „გენტში“ 18 წლის ასაკში შედგა. თუმცა მრავალი ტრავმის გამო, დიდი აღმასვლა ვერ მოახერხა. ჰეინ ვანჰაზებროეკის ხელმძღვანელობით, მას მომავალ სეზონში თამაშის იმედი არ უნდა ჰქონდეს“, – წერს ბელგიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ ვაისის ბრატისლავას „სლოვანი“ ბათუმის „დინამოს“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუპირისპირდება – 6 ივლისს ბრასტისლავაში, ხოლო 13 ივლისს – „აჭარაბეთ არენაზე“.