ბელგიური გამოცემა - ჩაკვეტაძე იჯარით გაშვებას ითხოვს, „გენტი“ უარზეა #1TVSPORT
ბელგიური გამოცემა - ჩაკვეტაძე იჯარით გაშვებას ითხოვს, „გენტი“ უარზეა #1TVSPORT

როგორც ბელგიური გამოცემა Het Nieuwsblad იტყობინება, გიორგი ჩაკვეტაძე „გენტში“ თავისი შეზღუდული სათამაშო დროის გამო ვითარებიდან გამოსავალს ეძებს და იჯარით წასვლა სურს, მაგრამ ბელგიური კლუბი 22 წლის ქართველი შემტევის გაშვებას არ აპირებს.

„ნოემბრის დასაწყისიდან ჩაკვეტაძემ მხოლოდ ერთხელ, კონფერენს ლიგაზე „ფლორასთან“ ითამაშა. მწვრთნელი ჰაინ ვანჰაზებრუკი ამბობს, რომ ქართველს ვარჯიშზე მონდომება აკლია. გავრცელებული ინფორმაციით, თავად ჩაკვეტაძეს დამატებითი სათამაშო დრო სჭირდება და ამ მიზნით იჯარით სხვა კლუბში გადასვლას ითხოვს. თუმცა „გენტს“ თავდამსხმელის გაშვება არ სურს“, – ამტკიცებს Het Nieuwsblad.

აქვე ვიტყვით, რომ „გენტმა“ ესპანურ შეკრებაზე ნიდერლანდურ „ალკმაართან“ საკონტროლო მატჩი ითამაშა და 0:1 დამარცხდა. გიორგი ჩაკვეტაძეს არ უთამაშია და სამწუხაროდ, განაცხადშიც არც ყოფილა.