ბელგიის პოლიციამ 2015 წლის პარიზის ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი დააკავა
ბელგიის პოლიციამ 2015 წლის პარიზის ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი დააკავა

ბელგიის პოლიციამ ბრიუსელში 2015 წლის პარიზის ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი დააკავა. ინფორმაციას ბელგიური მედია ავრცელებს.

დაკავებულია ბელგიის მოქალაქე მუჰამედ ე. ის ბრიუსელში პარიზის ტერაქტების გამოძიების ფარგლებში ჯერ კიდევ შობამდე დააკავეს. გამოძიება ვარაუდობს, რომ ის ტერორისტებისთვის მუჰამედ ბაკალის შუამავლობით იარაღის, კერძოდ, კალაშნიკოვის ავტომატების შეძენაში მონაწილეობდა.

გამოძიება მუჰამედ ბაკალის ტერორისტული თავდასხმების ერთ-ერთ ორგანიზატორად მიიჩნევს.
2015 წლის 13 ნოემბერს პარიზში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმების სერიას 130 ადამიანი ემსხვერპლა.