ბელგიის ნაკრებთან გასამართ მეოთხედფინალამდე ბრაზილიის გუნდის შემადგენლობა ცნობილი გახდა

20:19, 05.07.2018

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ ბელგიის ნაკრებთან გასამართ მეოთხედფინალამდე ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა გამოაცხადა.

შეხვედრა 6 ივლისს, ქალაქ ყაზანში გაიმართება.

„პენტაკამპეონები“ მოედანზე ასეთი შემადგენლობით გავლენ:

ალისონი – ფაგნერი, ტიაგო სილვა, მირანდა, მარსელო – ფერნანდინიო, პაულინიო, ფილიპე კოუტინიო, ვილიანი, ნეიმარი – გაბრიელ ჟესუსი.

წინა მატჩთან შედარებით, ბრაზილიელთა შემადგენლობაში ორი ცვლილებაა: მარსელო უბრუნდება სასტარტოს. მან მექსიკასთან მერვედფინალი ტრავმის გამო გამოტოვა, დისკვალიფიცირებულ კაზემიროს კი ფერნანდინიო შეცვლის.

შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

გადმოწერეთ ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android  iOS

და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!

 

 

მსგავსი