ბელგიის ნაკრებს რუდი გარსია გაწვრთნის #1TVSPORT
ბელგიის ნაკრებს რუდი გარსია გაწვრთნის #1TVSPORT

ცნობილი გახდა, ვინ იქნება ბელგიის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი დომენიკო ტედესკოს გადაყენების შემდეგ.

როგორც იტალიელი ჟურნალისტი ფაბრისიო რომანო წერს, „წითელ ეშმაკებს“ სათავეში ჩაუდგება ფრანგი სპეციალისტი რუდი გარსია. აღნიშნავენ, რომ 60 წლის სპეციალისტთან კონტრაქტი უკვე გაფორმებულია.

გარსიას ბოლო სამუშაო ადგილი „ნაპოლი“ იყო, რომელიც 2023 წელს დატოვა. მანამდე ის „ალ-ნასრში“, „რომაში“, „ლიონში“, „მარსელსა“ და „ლილში“ მუშაობდა.