ბელგიის ნაკრებს მარკ ვან ბომელი გაწვრთნის #1TVSPORT
ნიდერლანდელი სპეციალისტი მარკ ვან ბომელი ბელგიის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება.
გამოცემა Nieuwsblad-ის ინფორმაციით, მხარეებმა შეძლეს კონტრაქტის პირობების შეთანხმება და მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია. წყაროს ცნობით, ხელშეკრულება 2028 წლის ზაფხულამდე გაფორმდება.
ვან ბომელი ბელგიის ნაკრებში რუდი გარსიას შეცვლის, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დატოვა პოსტი. მსოფლიო პირველობაზე ბელგიელებმა მეოთხედფინალამდე მიაღწიეს, სადაც მომავალ ჩემპიონ ესპანეთთან 1:2 წააგეს.