ბელგიის ნაკრებმა ზედიზედ მესამედ დაასრულა წელი ფიფას რეიტინგის პირველ ადგილზე
ბელგიის ნაკრებმა ზედიზედ მესამედ დაასრულა წელი ფიფას რეიტინგის პირველ ადგილზე

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) 2020 წლის შედეგების მიხედვით გამოაქვეყნა ეროვნული ნაკრებების დასკვნითი რეიტინგი.

ზედიზედ მესამედ წელი პირველ ადგილზე დაასრულა ბელგიის ნაკრებმა, რომელმაც 2020 წელს რვიდან ექვსი მატჩი მოიგო და ერთა ლიგის “ოთხთა ფინალში” გავიდა. ასევე შეინარჩუნეს თავიანთი პოზიციები მეორედან მეოთხე ადგილამდე – საფრანგეთმა, ბრაზილიამ და ინგლისმა.

ათეულში ასევე მოხვდნენ – პორტუგალია, ესპანეთი, არგენტინა, ურუგვაი, მექსიკა და იტალია.

2020 წელს, ევროპულ გუნდებს შორის ყველაზე დიდ პროგრესს მიაღწია უნგრეთის ნაკრებმა, რომელიც 52-ე ადგილიდან მე-40 პოზიციაზე გადავიდა. აბსოლუტურად საუკეთესო ამ მაჩვენებლით ბურუნდის ნაკრები გახდა – 151-დან 138-მდე.

საქართველოს ნაკრებმა წელი 89-ე ადგილზე დაასრულა. შარშანდელთან შედარებით, ჩვენმა გუნდმა ორი ადგილი მოიგო.

ფიფას 2020 წლის ანგარიშში წერია, რომ ამ კალენდარულ წელს გაიმართა 352 საერთაშორისო მატჩი, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 1987 წლის შემდეგ. შედარებისთვის, 2019 წელს, ფიფამ სარეკორდო 1082 მატჩის ორგანიზება შეძლო.