ბელგიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი - „სერენი“ მიქაუტაძეს გვერდში უნდა დაუდგეს #1TVSPORT
ბელგიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი - „სერენი“ მიქაუტაძეს გვერდში უნდა დაუდგეს #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძის „სერენი“ ბელგიის ჩემპიონატში მე-17 ადგილზე გავიდა და ლიგაში დასარჩენად პლეი ოფში „მოლენბეკს“ დაუპირისპირდება – 23 აპრილს გასვლაზე ითამაშებს, ხოლო 30 აპრილს მეტოქეს სახლში მიიღებს.

ბელგიის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი, ნიკო კლასენი, რომელიც 80-იან წლებში „სერენის“ ერთ-ერთი სიმბოლო იყო, გუნდს დღემდე გულშემატკივრობს და ამბობს, რომ ფეხბურთელები ქართველ ბომბარდირს, გიორგი მიქაუტაძეს გვერდში უნდა დაუდგნენ.

„მიქაუტაძეს შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, გატანა და შედეგის მოტანა. ამიტომ მას „სერენის“ ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეთა ბირთვმა მხარი უნდა დაუჭიროს და გვერდში დაუდგეს“, – ამბობს ნიკო კლასენი.

ბელგიური ფეხბურთის ვეტერანი ვარსკვლავი დარწმუნებულია, რომ ქართველ თავდამსხმელს პლეი ოფში გადამწყვეტი როლის თამაში შეუძლია:

„ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ვარსკვლავურ თავდამსხმელს „მოლენბეკის“ წინააღმდეგ პლეი ოფის მატჩებში შედეგიანობის აღდგენის საშუალებას მისცენ. ამან, შეიძლება პლეი ოფში გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონიოს“.