ბელგიელთა ლიდერებმა გამოსავალი იპოვეს - საწვრთნელი კურსები პაუზისას
ბელგიელთა ლიდერებმა გამოსავალი იპოვეს - საწვრთნელი კურსები პაუზისას

მილანის „ინტერისა“ და ბელგიის ნაკრების თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ კოროვირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის პერიოდი უქმად არ გააცდინა და უეფა ონლაინ სამწვრთნელო კურსი გაიარა – იტყობინება „ტელეგრაფი“.

ინგლისური გამოცემის ცნობით, ლუკაკუს ბელგიის ეროვნული ნაკრების სხვა ფეხბურთელებიც შეუერთდნენ – სამწვრთნელო ლიცენზიის მიღება ასევე გადაწყვიტეს აქსელ ვიტსელმა (რომელიც დორტმუნდის „ბორუსიაში“ თამაშობს) და კევინ დე ბრუინმა (რომელიც „მანჩესტერ სიტის“ ღირსებას იცავს).

COVID-19 აფეთქება 2019 წლის ბოლოს ჩინეთში დაფიქისრდა და საფეხბურთო ცხოვრება შეაჩერა. ევროპაში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ყველა საფეხბურთის ჩემპიონატი გაჩერებულია, გარდა ბელარუსის ჩემპიონატისა.