ბელგიელები „გენტს“ ურჩევენ - უყურეთ „სერაინს“ და წაიყვანეთ მიქაუტაძე
ბელგიელები „გენტს“ ურჩევენ - უყურეთ „სერაინს“ და წაიყვანეთ მიქაუტაძე

პოპულარული ბელგიური გამოცემა „ვოეტბანიუსი” ბელგიის პირველი დივიზიონის „სერაინის” ქართველი თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის გასაოცარ შედეგიანობას გამოეხმაურა.

„ის ბელგიის პირველი დივიზიონის სენსაციაა. 19 წლის ფრანგი თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე „სერაინმა“ „მეციდან“ იჯარით დაიმატა. მისი ანგარიში 6 თამაშში 12 გოლია. ამან „ტვიტერზე“ შესაბამისი რეაქცია გამოიწვია,“ – წერს გამოცემა.

ვოეტბვანიუსი“ ბელგიელი გულშემატკივრების ყველაზე საინტერესო კომენტარებს აქვეყნებს.

– დღის რჩევა „გენტს“. თქვენი სკაუტი „სერაინგში“ მიქაუტაძეს დააკვირდეს.

– ვინ აიყვანს სწრაფად მიქაუტაძეს? გიჟური სტატისტიკა აქვს!

– წარმოუდგენელი მიქაუტაძე!

– ჩვენ ვთანხმდებით, რომ მიქაუტაძე სეზონს ბელგიის პირველ დივიზიონში არ დაასრულებს და უფრო დიდ კლუბში გადავა.