ბელგიაში ყვითელჟილეტიანების აქციის მონაწილეს სატვირთო დაეჯახა

08:49, 12.01.2019

ბელგიაში, ე.წ. ყვითელი ჟილეტების აქციის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ყვითელჟილეტიანებმა ქალაქ ვიზესთან, ავტომაგისტრალზე სატვირთოებს გზა გადაუღობეს. ერთ-ერთი ავტომანქანა, რომელსაც ნიდერლანდების მოქალაქე მართავდა, აქციის მონაწილეს დაეჯახა.

მედიის ცნობით, მომხდარი უბედური შემთხვევა იყო. ფაქტს პოლიცია იძიებს.

მსგავსი