ბელგიაში, საფრანგეთში, ირლანდიასა და ნიდერლანდებში ცხენებით უკანონო ვაჭრობის შესაძლო შემთხვევების გამოძიების ფარგლებში ფერმებში ჩხრეკა ჩატარდა

20:59, 10.09.2026

ევროკავშირის ოთხ ქვეყანაში პოლიციამ ცხენებით უკანონო ვაჭრობის შესაძლო შემთხვევების გამოძიების ფარგლებში ფერმებში ჩხრეკა ჩაატარა. როგორც მედია ევროპოლზე დაყრდნობით წერს, ჩხრეკები ბელგიაში, საფრანგეთში, ირლანდიასა და ნიდერლანდებში ჩატარდა. ოპერაციაში თითქმის 200 სამართალდამცველი მონაწილეობდა.

გამოძიება ათასობით ცხენის უკანონო ვაჭრობას ეხება. სამართალდამცველების ცნობით, ცხოველების შესახებ არსებული მონაცემები და მათი ისტორია იცვლებოდა, რათა შესაძლებელი ყოფილიყო მათი ევროკავშირის ქვეყნებში გადაადგილება.

გამოძიების ერთ-ერთი მიმართულება ცხენების უკანონოდ გაყიდვის შემთხვევებსაც ეხება. ოპერაციაში სურსათის უვნებლობის უწყებების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

გამოძიების ფარგლებში დაკავებების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

მსგავსი