ბელგიაში ცნობილი ფეხბურთელის, ვენსან კომპანის მამა მერად აირჩიეს
ბელგიაში ცნობილი ფეხბურთელის, ვენსან კომპანის მამა მერად აირჩიეს

ბელგიაში პირველად აირჩიეს ფერადკანიანი მერი. ის ცნობილი ფეხბურთელის, ვენსან კომპანის მამაა. ინფორმაციას ВВС- ი ავრცელებს.

პიერ კომპანიმ განსჰორენის მუნიციპალიტეტის არჩევნები მოიგო.

კომპანი ბელგიაში 1975 წელს დევნილის სტატუსით კონგოდან ჩავიდა. პოლიტიკაში აქტიურად 2006 წელს ჩაერთო, 2014 წელს კი ბრიუსელის რეგიონული პარლამენტის წევრი გახდა.

მისი შვილი ინგლისური საფეხბურთო კლუბის, „მანჩესტერ სიტის“ კაპიტანია.