ბელგიაში 27 ადამიანი დღემდე იღებს პენსიას, რომელიც მათ ჰიტლერმა დაუნიშნა
ბელგიაში 27 ადამიანი დღემდე იღებს პენსიას, რომელიც მათ ჰიტლერმა დაუნიშნა

ბელგიაში 27 ადამიანი დღემდე იღებს პენსიას, რომელიც მათ ადოლფ ჰიტლერმა დაუნიშნა. როგორც გამოცემა „დე მორგენი“ იუწყება, ბელგიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, ბელგია გერმანიისგან ჰიტლერის მიერ 1941 წელს კოლაბორაციონიზმისთვის დანიშნული პენსიის მიმღები პირების სრული ჩამონათვალის გადაცემას მოითხოვს.

პენსია ჰიტლერმა „ერთგულებისთვის, ლოიალობისა და მორჩილებისთვის“ დანიშნა. პენსიას იღებენ ადამიანები, რომლებიც კოლაბორაციონიზმისთვის არიან გასამართლებულნი ან მათი მემკვიდრეები. გერმანია დღემდე ასრულებს ჰიტლერის მიერ ნაკისრ ვალდებულებას. პენსია 425-დან 1275 ევრომდე მერყეობს.

პენსიის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახადა, რაც 2016 წელს ევროკავშირში მიიღეს კანონი, რომელიც ორგანიზაციის წევრებს პენსიონერებისთვის საზღვარგარეთიდან გადარიცხული თანხების შესახებ ინფორმაციის გაცვლას ავალდებულებს.

ბელგიაში ფაშისტურ გერმანიასთან თანამშრომლობისა და სამხედრო დანაშაულისთვის სულ 80 000 ადამიანი გაასამართლეს.