ბელგია-ტუნისი - მატჩის ანონსი
ბელგია-ტუნისი - მატჩის ანონსი

23 ივნისი. მოსკოვი. სტადიონი “ოტკრიტიე არენა”. დასაწყისი – 16:00
მსაჯი: ჰაირ მარუფო (აშშ)

ტოპ-გუნდებს შორის, ბელგიამ, ალბათ, ყველაზე კარგად წარმოაჩინა თავი პირველ ტურში და საკმაოდ უღიმღამო პირველი ტაიმის მიუხედავად, იოლად გაუსწორდა პანამას. ახლა, რობერტო მარტინესის გუნდს ამ ლოკალური წარმატების განმტკიცება ტუნისთან მატჩში მოუწევს.

აფრიკული გუნდი, წაგების შემთხვევაში, შემდეგ ეტაპზე გასვლის ყველა შანსს კარგავს, რადგან პირველი ტური ინგლისთან წააგო. არადა, ამ მატჩში ტუნისმა, თითქმის, ბოლომდე გაძლო და ძალიან ახლოს იყო ფრესთან.

პირველი ტურის მატჩები
ბელგია-პანამა 3:0
გოლები: 1:0 მერტენსი (47), 2:0 ლუკაკუ (69), 3:0 ლუკაკუ (75)

ინგლისი-ტუნისი 2:1
გოლები: 1:0 კეინი (11), 1:1 სასი (35-პენ), 2:1 კეინი (90+1)

ახალი ამბები
ვენსან კომპანი და ტომას ვერმალენი ისევ არ არიან მზად სათამაშოდ და ბელგიელთა დაცვის ხაზი უცვლელი დარჩება.
ინგლისთან მატჩში მე-16 წუთზე მიღებული ტრავმის შემდეგ, ტუნისელთა პირველი მეკარისთვის მუეზ ჰასენისთვის ჩემპიონატი დასრულდა.

ურთიერთშეხვედრები
გუნდები მეოთხედ ხვდებიან ერთმანეთს. წინა სამ მატჩში თითო მოგება გაიყვეს და ერთხელ ფრედ ითამაშეს.
ბოლო მატჩში 2014 წელს, ბელგიამ დრის მერტენსის ერთადერთი გოლით მოიგო.
სამიდან ერთი შეხვედრა მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიმართა – 2002 წელს, ჯგუფურ ეტაპზე 1:1 დაფიქსირდა.

საინტერესო ფაქტები
– მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპებზე ბელგიას 10-მატჩიანი წაუგებელი და 5-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს.
– მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩებში ბელგიის ბოლო 11 გოლი მეორე ტაიმში გადიოდა.
რომელუ ლუკაკუს ორი გოლი აკლია იმისთვის, რომ გახდეს მსოფლიოს ჩემპიონატებზე ბელგიის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი. მას 5 გოლი აქვს, რეკორდსმენ იან კულემანსს – ექვსი.
ლუკაკუმ ბოლო 10 სანაკრებო მატჩში 15 გოლი გაიტანა.
– პირველ ტურში პანამასთან, ლუკაკუ პირველ ტაიმში შვიდჯერ შეეხო ბურთს, მეორეში კი დუბლი შეასრულა.
– ტუნისს მსოფლიოს ჩემპიონატებზე 12-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. ერთადერთი მოგება 1978 წელს მექსიკასთან ჰქონდა. ეს იყო საერთოდ აფრიკული გუნდების პირველი გამარჯვება მსოფლიოს ჩემპიონატის ისტორიაში.
– ტუნისმა მსოფლიოს ჩემპიონატებზე ჩატარებული 13 მატჩიდან მხოლოდ ერთში შეინახა კარი “მშრალად”.

რა თქვეს მწვრთნელებმა
რობერტო მარტინესი (ბელგია):
„ტუნისის ნაკრები ვითარდება. ამ გუნდის მოთამაშეებმა ბევრი მეტოქე გააკვირვეს. ისინი ძალიან მოქნილები არიან. ტუნისი – ყველაზე დინამიკური გუნდია, ვისთანაც შეხვედრა გვიწევს. ისევე კარგად უნდა ვითამაშოთ, როგორც პანამასთან. უკეთაც კი”.

ნაბილ მაალული (ტუნისი):
„რა თქმა უნდა, ჩვენზე ძლიერი წნეხია პირველი მატჩის წაგების შემდეგ. ამ მატჩის აუცილებლად მოგება გვჭირდება. ბელგია უძლიერესი გუნდია ჩვენს ჯგუფში. მოგვიწევს თამაშის შეცვლა”.

სავარაუდო შემადგენლობები
ბელგია (3-4-3): კურტუავერტონგენი, ბოიატა, ალდერვეირელდიმონიე, ვიტცელი, დე ბრუინი, კარასკომერტენსი, ე. აზარი, ლუკაკუ.
ტუნისი (4-4-1-1): ბენ მუსტაფა – მაალუი, მერია, ს. ბენ იუსეფი, ბრონი – ბადრი, სასი, სჰირი, ფ. ბენ იუსეფი – ჰაზრი – სლიტი.