ბელგია მეოცე ქვეყანაა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე მედალი მოიგო, საფრანგეთმა კი ტიტულების რაოდენობით ურუგვაის გადაასწრო

21:53, 14.07.2018

საფრანგეთმა ფინალში მოგების შემდეგ ტიტულების რაოდენობით ურუგვაის გადაასწრო და მეხუთე ადგილზე გადავიდა, ხორვატიამ კი მეორე მედალი მოიპოვა და ცხრილში პოზიცია გაიუმჯობესა.

მესამე ადგილისთვის მატჩში ბელგიის ნაკრებმა ინგლისს 2:0 მოუგო და თავის ისტორიაში პირველად დაიკავა მესამე ადგილი მსოფლიოს ჩემპიონატზე.

ბელგია რიგით მე-20 გუნდი გახდა ისტორიაში, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველ სამეულში მოხვდა.
ტიტულების რაოდენობით რეკორდი ბრაზილიის ნაკრებს ეკუთვნის – ხუთი, ყველაზე მეტი მედალი გერმანიის ნაკრებმა მოიპოვა – 12.

მსოფლიოს ჩემპიონატების ყველა პრიზიორი:

ქვეყანა ოქრო ვერცხლი ბრინჯაო სულ
ბრაზილია 5 2 2 9
გერმანია 4 4 4 12
იტალია 4 2 1 7
არგენტინა 2 3 0 5
საფრანგეთი 2 1 2 5
ურუგვაი 2 0 0 2
ესპანეთი 1 0 0 1
ინგლისი 1 0 0 1
ჰოლანდია 0 3 1 4
ჩეხოსლოვაკია 0 2 0 2
უნგრეთი 0 2 0 2
შვედეთი 0 1 2 3
ხორვატია 0 1 1 2
პოლონეთი 0 0 2 2
ავსტრია 0 0 1 1
ბელგია 0 0 1 1
პორტუგალია 0 0 1 1
აშშ 0 0 1 1
თურქეთი 0 0 1 1
ჩილე 0 0 1 1

მსგავსი