ბელგია დიდი ანგარიშით დავამარცხეთ - ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გერმანიას შეხვდება #1TVSPORT
ბელგია დიდი ანგარიშით დავამარცხეთ - ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გერმანიას შეხვდება #1TVSPORT

საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრები პოლონეთის ქალაქი კრაკოვშია, რომელიც ამპუტანტ ფეხბურთელებს შორის 2021 წლის ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა თურქეთისა და იტალიის ნაკრებ გუნდებთან ერთად, „დ“ ჯგუფში დაიწყო. საქართველოს ნაკრებმა პირველი შეხვედრა ჩემპიონატის მასპინძელ გარბანიას სტადიონზე 13 სექტემბერს კონტინენტის მოქმედი ჩემპიონის, თურქეთის წინააღმდეგ გამართა და 0:10 დამარცხდა. ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრა იტალიის ნაკრების წინააღმდეგ 14 სექტემბერს შედგა და აპენინელების გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

საქართველოს ნაკრებმა 9-14 ადგილებისთვის ბრძოლაში შეხვედრა ბელგიის წინააღმდეგ გამართა. ჩვენმა გუნდმა მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით, 8:0 დაამარცხა და შემდეგი მატჩის მოლოდინშია, რომელსაც გერმანიის წინააღმდეგ გამართავს.

საქართველოსა და გერმანიის ნაკრებთა დაპირისპირება 18 სექტემბერს გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი გუნდი ბრძოლას მე-9 ადგილისთვის გააგრძელებს, მარცხის შემთხვევაში კი, გუნდი 11-12 ადგილებისთვის იბრძოლებს.