ბელფასტში ჯორჯ ბესტის უცნაური ქანდაკება დადგეს
ბელფასტში ჯორჯ ბესტის უცნაური ქანდაკება დადგეს

საფეხბურთო გულშემატკივრებმა გააკრიტიკეს „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარული ფეხბურთელის ჯორჯ ბესტის ძეგლი, რომელიც ამ კვირას ბელფასტში გაიხსნა.

ჩრდილოირლანდიელი ფეხბურთელის ქანდაკება ფანებს არადამაჯერებელი ეჩვენათ. ზოგიერთმა ის „სამეფო კარის თამაშების“ პერსონაჟ ღამის მეფეს შეადარა, ვიღაცამ – „მანჩესტერ იუნაიტედის“ სხვა ყოფილ ფეხბურთელს პოლ სქოულზს, რომელსაც თავზე 70-იანი წლების ვარცხნილობა მიაწებეს.

ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ პუბლიკამ ბესტის ძეგლი იმაზე უარესად მონათლა, რომელიც კრიშტიანუ რონალდუს გაუხსნეს კუნძულ მადეირას აეროპორტში.

ბესტი „მანჩესტერ იუნაიტედში“ 1963-74 წლებში თამაშობდა და 361 მატჩში 137 გოლი გაიტანა.