ბელერინი „პარი სენ-ჟერმენს“, შესაძლოა, ზაფხულში შეუერთდეს
ბელერინი „პარი სენ-ჟერმენს“, შესაძლოა, ზაფხულში შეუერთდეს

ლოდონის „არსენალის“ მარჯვენა მცველი, ჰექტორ ბელერინი ახლოს არის „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლასთან და ეს ტრანსფერი, შესაძლოა, შემდეგი სატრანსფერო ფანჯრის დროს დადასტურდეს, – იუწყება CBS.

პარიზულ კლუბს უკვე დიდი ხანია სურს ბელერინის გადაბირება. 2020 წელს „მეთოფეებმა“, მას შემდეგ რაც არტეტა მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, მოახერხეს მისი გადარწმუნება და გუნდში დატოვება.

ესპანელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს, პსჟ-ს გარდა, „ბარსელონა“ და სერია A-ს სხვადასხვა ტოპ-კლუბი გამოხატავს. ცნობილია ისიც, რომ „არსენალს“ ბელერინის ტრანსფერში 6 თვის წინ 35 მილიონი დოლარი შესთავაზეს.