ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის წინასწარ მიცემა დაიწყო
ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის წინასწარ მიცემა დაიწყო

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის წინასწარ მიცემა დაიწყო.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ამომრჩევლებს უბნებზე მისვლა 8 აგვისტომდე შეეძლებათ. უბნები ღია იქნება 10:00 საათიდან 14:00 საათამდე და 16:00 საათიდან 19:00 საათამდე. ბელარუსში სულ 5 500 საარჩევნო უბანია გახსნილი.

დღესვე ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო მოქალაქეებს მიმართავს. ბელარუსის ლიდერის გამოსვლას თვალყურს 2 500 ადამიანი მიადევნებს.

ოპოზიცია აცხადებს, რომ ხმის დროზე ადრე მიცემის პროცედურა მთავრობას არჩევნების ფალსიფიცირებაში დაეხმარება.

არჩევნები ბელარუსში 9 აგვისტოს გაიმართება. ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის გარდა, კენჭს იყრიან ანა კანაპაცკაია, სვეტლანა ციხანოვსკაია და სერგეი ჩერჩენი.