ბელარუსში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმი სავარაუდოდ 2022 წლის 16 იანვარს გაიმართება
ბელარუსში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმი სავარაუდოდ 2022 წლის 16 იანვარს გაიმართება

ბელარუსში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმი, სავარაუდოდ, 2022 წლის 16 იანვარს გაიმართება. ამის შესახებ ცენტრალური კომისიის თავმჯდომარე ლიდია ერმოშინამ განაცხადა.

ერმოშინას თქმით, 16 იანვარს არის ჩანიშნული ადგილობრივი არჩევნების თარიღიც, რაც შეესაბამება პრეზიდენტის მიერ განსაზღვრულ ვადებს.

ცოტა ხნის წინ, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ მოსახლეობას აცნობა, რომ კონსტიტუციის პროექტი წლის ბოლომდე იქნება მზად და რეფერენდუმი 2022 წლის იანვარში გაიმართებოდა.