ბელარუსში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არასანქცირებულ მიტინგში მონაწილეობის გამო 15 დღით დააპატიმრეს
ბელარუსში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არასანქცირებულ მიტინგში მონაწილეობის გამო 15 დღით დააპატიმრეს

ბელარუსში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკოლაი სტატკევიჩი არასანქცირებულ მიტინგში მონაწილეობის გამო 15 დღით დააპატიმრეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ოპოზიციონერის მეუღლე მარინა ადამოვიჩი წერს.

სტატკევიჩი 31 მაისს დააპატიმრეს, როდესაც ის ოპოზიციონერი საპრეზიდენტო კანდიდატების მხარდასაჭერ მიტინგში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრებოდა. გავრცელებული ცნობით, პოლიტიკოსი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა დააკავეს.

31 მაისს ბელარუსში ოპოზიციონერი საპრეზიდენტო კანდიდატების მხარდასაჭერად პიკეტები და აქციები რამდენიმე ქალაქში გაიმართა. პოლიციამ 30 აქტივისტი დააკავა. მათი ნაწილი მოგვიანებით გაათავისუფლეს, სტატკევიჩი კი პატიმრობაში დატოვეს.

ნიკოლაი სტატკევიჩი ოპოზიციონერ საპრეზიდენტო კანდიდატ ვლადიმირ ნეპომნიაშიხის საინიციატივო ჯგუფის წევრია.

როგორც ვარაუდობენ, ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის 9 აგვისტოს გაიმართება.