ბელარუსში „კოვიდ-19“-ის 332 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ექვსი ადამიანი
ბელარუსში „კოვიდ-19“-ის 332 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ექვსი ადამიანი

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ბელარუსში „კოვიდ-19“-ის 332 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ექვსი ადამიანი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან ორმეტრიანი დისტანცია და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილი სხვა რეგულაციები.

26 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 77 289 შემთხვევაა რეგისტრირებული, ვირუსით 813 ადამიანი გარდაიცვალა.