ბელარუსში დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგენტოს მთავარ რედაქტორს გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალდება წაუყენეს
ბელარუსში დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგენტოს მთავარ რედაქტორს გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალდება წაუყენეს

ბელარუსის დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგენტოს, tut.by-ს მთავარ რედაქტორს, მარინა ზოლოტოვას გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალდება წაუყენეს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, ბრალდება ფაბრიკაციაა.

ზოლოტოვას სამიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. სასამართლო მოსმენა კი დახურული იქნება.

ზოლოტოვას გარდა, სამართალდამცველებმა სააგენტოს 15 თანამშრომელი დააკავეს პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციის დაშლისას.

სააგენტო „როიტერი“ ოპოზიციურად განწყობილი მედიის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ ჟურნალისტების მიმართ ხორციელდება რეიდები, დაკავებები, რის გამოც იძულებულნი ხდებიან, ქვეყანა დატოვონ.

დატოვე კომენტარი