ბელარუსმა შემადგენლობა დაასახელა - საქართველოსთან ლუკაშენკოს მოწინააღმდეგე არ ითამაშებს
ბელარუსმა შემადგენლობა დაასახელა - საქართველოსთან ლუკაშენკოს მოწინააღმდეგე არ ითამაშებს

ბელორუსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ მარხელმა დაასახელა მოთამაშეთა გაფართოებული სია, რომლებიც ერთა ლიგის ახალ გათამაშებაში 11 ოქტომბერს ლიეტუვასთან სტუმრად ითამაშებენ, ხოლო 14 ოქტომბერს – შინ ყაზახეთთან.

თუმცა, მანამდე გუნდს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ელის – ბელარუსები ევრო 2020-ის პლეი ოფში საქართველოს წინააღმდეგ ითამაშებენ.

მთავარმა მწვრთნელმა ეროვნული გუნდის გაფართოებულ სიაში 35 მოთამაშე შეიყვანა და მათ შორის არ აღმოჩნდა მოსკოვის ცსკა-ს 21 წლის თავდამსხმელი ილია შკურინი, რომელიც ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს საწინააღმდეგო აქციების მხარდამჭერია და პირობა დადო, რომ ლუკაშენკოს პრეზიდენტობის პერიოდში ბელარუსის ნაკრებში არ ითამაშებს.

გუნდის შეკრება 3 ოქტომბრიდან 14 ოქტომბრამდე გაგრძელდება – ბელარუსები ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში ივარჯიშებენ.

მეკარეები: ალექსანდრე გუტორი (შახტარი, სოლიგორსკი), დენის შჩერბიცკი (ბატე, ბორისოვი), ეგორ ხატკევიჩი (ისლოჩი, მინსკის ოლქი), სერგეი იგნატოვიჩი (დინამო ბრესტი)

მცველები: ალექსანდრე პავლოვეცი, რომან იუზეპჩუკი (ორივე – დინამო ბრესტი), ალექსანდრე მარტინოვიჩი (კრასნოდარი, რუსეთი), მაქსიმ ბორდაჩოვი (ტორპედო-ბელაზ, ჟოდინო), დენის პოლიაკოვი (კაირატი, ალმატი, ყაზახეთი), ნიკიტა ნაუმოვი (ჟეტისუ, ტალდიკორგანი, ყაზახეთი), ალექსანდრე საჩივკო (შახტარი, სოლიგორსკი), ნიკოლაი ზოლოტოვი (ურალი, ეკატერინბურგი, რუსეთი), მაქსიმ შვეცოვი (დინამო მინსკი), ალექსეი ლეგჩილინი (ნემანი, გროდნო), სერგეი კარპოვიჩი (ისლოჩი, მინსკი)

ნახევარმცველები: სტანისლავ დრაგუნი, იგორ სტასევიჩი, პაველ ნეხაიჩიკი, ევგენი იაბლონსკი (ყველა – ბატე, ბორისოვი), ნიკიტა კორზუნი, იური კენდიში, დიმიტრი პოდსტრელოვი (ყველა – შახტიორი, სოლიგორსკი), პაველ სავიცსკი, კირილ პეჩენინი (ორივე – დინამო ბრესტი), ივან მაევსკი, მაქს ებონგი (ორივე – ასტანა, ყაზახეთი), იური კოვალევი, ვალერი გრომიკო (ორივე – არსენალი, ტულა, რუსეთი), ივან ბახარი, ვლადისლავ კლიმოვიჩი (ორივე – დინამო მინსკი), ანდრეი ხაჩატურიანი (ტორპედო-ბელაზი, ჟოდინო)

თავდამსხმელები: მაქსიმ სკავიში (ბატე, ბორისოვი), ნიკოლაი სიგნევიჩი (ხიმკი, რუსეთი), დენის ლაპტევი (დინამო ბრესტი), ვიტალი ლისაკოვიჩი (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი)

ბელორუსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მიხეილ მარხელი 27 მოთამაშის საბოლოო სიას 28 სექტემბერს გამოაქვეყნებს. 7 ოქტომბერს გუნდი თბილისში გაემგზავრება, სადაც მეორე დღეს ევრო 2020-ის პლეი-ოფში საქართველოს ეთამაშება. მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო-არენაზე“ გაიმართება.

საქართველოს ნაკრებისა და ბელარუსის წყვილის გამარჯვებული გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიისა და კოსოვოს ნაკრებებს შორის მოგებულს შეხვდება.