ბელარუსის შსს - მინსკში ოპოზიციის აქცია ინციდენტებისა და დაკავებების გარეშე დასრულდა
ბელარუსის შსს - მინსკში ოპოზიციის აქცია ინციდენტებისა და დაკავებების გარეშე დასრულდა

ბელარუსის დედაქალაქში ოპოზიციის მასშტაბური საპროტესტო აქცია ინციდენტებისა და დაკავებების გარეშე დასრულდა. ამის შესახებ ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ოლგა ჩემოდანოვას თქმით, ოპერატიულ სამსახურსა და ოპერატიულ შტაბში დაკავებების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

რაც შეეხება ოპოზიციის მიტინგში მონაწილეთა რაოდენობას, პრესმდივანმა აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია სავარაუდოდ ორშაბათს დილით იქნება ცნობილი.

მინსკში ოპოზიციის წარმომადგენლებმა აქციები რამდენიმე ადგილას გამართეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბელარუსის ოპოზიციის აქციაში მონაწილეობა სავარაუდოდ 200 000-მდე ადამიანმა მიიღო. დღესვე მინსკში ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს მხარდამჭერი აქციაც გაიმართა.