ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ, 18:00 საათიის მონაცემებით, 81,5 პროცენტი შეადგინა
ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ, 18:00 საათიის მონაცემებით, 81,5 პროცენტი შეადგინა

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. 18:00 საათიის მონაცემებით, ბელარუსში ამომრჩეველთა აქტივობამ 81,5 პროცენტი შეადგინა.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.

ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 5 325 საარჩევნო უბანია გახსნილი. ასევე, მოსახლეობას წინასწარი ხმის მიცემა 21-25 იანვარს შეეძლო, სადაც აქტივობამ 41,81 პროცენტი შეადგინა.

ბელარუსიის საპრეზიდენტო არჩევნებში სულ ხუთი კანდიდატი იღებს მონაწილეობას, რომელთა შორისაც არის ამჟამინდელი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო.