ბელარუსის ნაკრების მწვრთნელი - საქართველოსთან მძიმე მატჩი იქნება
ბელარუსის ნაკრების მწვრთნელი - საქართველოსთან მძიმე მატჩი იქნება
მიხეილ მარხელმა უეფაში გამართული წილისყრის შედეგები შეაფასა. ბელარუსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა 26 მარტს საქართველოსთან თბილისში გასამართი მატჩის მნიშვნელობაზე ილაპარაკა.
 
„ეს მატჩი (საქართველოსთან) ჩვენთვის მძიმე იქნება – ძალიან საპასუხისმგებლოც. ამიტომ ძალიან სერიოზულად ვემზადებით. ძალიან გვინდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოვხდეთ. ბელარუსი ფინალურ ეტაპზე არასოდეს მოხვედრილა, ამიტომ ეს ხალხისთვის დიდი, ძალიან დიდი ზეიმი და მოვლენა იქნება“ – ამბობს მიხეილ მარხელი.
შეგახსენებთ, რომ უეფას ოფისში გამართულ წილისყრაზე გადაწყდა, რომ ერთა ლიგის „დ“დივიზიონის ფინალურ შეხვედრას საქართველოსა და ბელარუსის წყვილში გამარჯვებული უმასპინძლებს. ეს მატჩი 26 მარტს თბილისში გაიმართება.
ევრო2020-ის ერთ საგზურისთვის „დ“ ლიგის 4 საუკეთესო გუნდი იბრძვის. „დ“ ლიგის პირველ ნახევარფინალში (საქართველო-ბელორუსი) გამარჯვებული საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს წყვილის მოგებულს მიიღებს.