ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი -  ზეწოლა არავისგან არის, ჩემპიონატის გაგრძელება თავად გვსურს
ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი -  ზეწოლა არავისგან არის, ჩემპიონატის გაგრძელება თავად გვსურს

ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ ბაზანოვმა უარყო გავრცელებული ხმები იმის შესახებ, თითქოს ჩემპიონატს ვინმეს ზეწოლით ატარებს.

ბაზანოვმა ბელარუსულ მედიასაშუალებებთან იმ მიზეზებზე ილაპრაკა, რის გამოც კორონავირუსის პანდემიის დროს ბელორუსის ჩემპიონატის გაგრძელება გადაწყვიტა.

„კრიტიკული ვითარება არაა. ამიტომ, ჩვენ ჩემპიონატს ვაგრძელებთ. მეორე ტურისთვის შევიძინეთ 500 ლიტრი ანტისეპტიკური საშუალებები და სტადიონებზე მივიტანეთ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა თავად გააცნობიერონ – ხელები დაიბანონ და ანტისეპტიკური საშუალებები ხშირად გამოიყენონ. თუ ახველებენ და ცუდად არიან, სტადიონზე არ მივიდნენ”, – განაცხადა ბაზანოვმა ტელეკომპანია „ბელორუსი 5”-ის გადაცემა „სპორტ-შოტ“-ში სტუმრობისას.

ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზეწოლა უარყო: „არავისგან ზეწოლა არაა, არც უეფა-ს და არც ფიფა-სგან. გადაწყვეტილებას თავად ვიღებთ და ჩემპიონატის გაგრძელება გვსურს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ მთელ ჩემპიონატს ვითამაშებთ. თუ რაიმე კრიტიკული ვითარება იქნება, ტურნირს შევაჩერებთ“.