ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი - სეზონი არ შეგვიჩერებია, რაც ჩვენი ნაკრების უპირატესობაა
ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი - სეზონი არ შეგვიჩერებია, რაც ჩვენი ნაკრების უპირატესობაა

მინსკის „დინამოს“ სტადიონზე ბელარუსის ეროვნული ნაკრების ახალი ფორმის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ ბაზანოვმა გამოცემა „პრესბოლთან“ განაცხადა, რომ პანდემიის გამო ჩემპიონატის არ შეწყვეტის დადებით შედეგებს ერთა ლიგის გათამაშების ნახევარფინალში, საქართველოს ნაკრებთან მატჩში ელიან.

„მალე ერთა ლიგის მომდევნო გათამაშება დაიწყება. ეროვნული ნაკრების მიზანი მხოლოდ ერთია – პლეი-ოფში გასვლა და, შესაბამისად, „ბ“ ლიგის საგზურის მოპოვებაა. სხვა ამოცანები გამორიცხულია. ჩვენ ვხედავთ პლუსს იმაში, რომ ბელარუსის ჩემპიონატი კორონავირუსის პაუზის დროს არ შეწყვეტილა. ეს სხვებთან შედარებით უმეტესობას გვაძლევს. ეს უკვე გამოჩნდა ჩემპიონთა ლიგის მატჩებში, სადაც ბრესტის „დინამომ“ „ასტანა“ ანგარიშით 6:3 გაანადგურა. იმედი მაქვს, ეს ხელს შეუწყობს როგორც ეროვნულ, ასევე ახალგაზრდულ გუნდებს. ჩვენ ერთა ლიგის ნახევარფინალშიც უნდა ვიბრძოლოთ და მხოლოდ გამარჯვებაზე ვიფიქროთ“, – ამბობს ვლადიმერ ბაზანოვი.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოსა და ბელარუსის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა 8 ოქტომბერს დაიგეგმა – მატჩი თბილისში, „დინამო-არენაზე“ ჩატარდება. გამარჯვებული ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს წყვილის მოგებულს შეხვდება – ამ ოთხეულში საუკეთესო კი ევრო2020-ის საგზურს მოიპოვებს.

დატოვე კომენტარი