ბელარუსის ელჩი რუსეთის საგარეო უწყებაში გამოიძახეს
ბელარუსის ელჩი რუსეთის საგარეო უწყებაში გამოიძახეს

ბელარუსის ელჩი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს. ვლადიმერ სემაშკოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრე რუდენკო შეხვდა. მედიის ცნობით, ბელარუსი დიპლომატის დაბარება რუსეთის მოქალაქეების დაკავების ფაქტს უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ 29 ივლისს ბელარუსში დააკავებს რუსეთის 33 მოქალაქე, რომელთაც მთავრობა რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის მებრძოლებად მიიჩნევს და მათ ტერაქტების მომზადებაში ადანაშაულებს.

ბელარუსის ელჩს განუმარტეს მოსკოვის პოზიცია, რომ კრემლის მოსაზრებით, რუსეთის მოქალაქეები უკანონოდ და უსაფუძვლოდ დააკავეს.