ბელარუსის ცესკო-ს თავმჯდომარე - ციხანოვსკაიას მიმართვა ჩემს კაბინეტშია ჩაწერილი
ბელარუსის ცესკო-ს თავმჯდომარე - ციხანოვსკაიას მიმართვა ჩემს კაბინეტშია ჩაწერილი

ბელარუსის ცენტრალური საარჩვენო კომისიის თავმჯდომარე ლიდია ერმოშინამ განაცხადა, რომ ოპოზიციონერი კანდიდატის, სვეტლანა ციხანოვსკაიას მიმართვა, სადაც ის მოქალაქეებს ქუჩის აქციებზე გასვლისგან თავის შეკავებას სთხოვს, მის კაბინეტშია ჩაწერილი.

ამის შესახებ ერმოშინამ ბელარუსის „კომსომოლსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„დიახ, ეს ჩემი ტახტია. მან მიმართვა ჩემს დაუსწრებლად ჩაწერა“, – განაცხადა ერმოშინამ.

მისივე განცხადებით, ციხანოვსკაია კაბინეტში იმის გამო მიიწვია, რომ კანდიდატთან გასაუბრება „სამართალდამცავი ორგანოების ორ მაღალჩინოსანს სურდა“.

სვეტლანა ციხანოვსკაიამ სწორედ ამ საუბრის შემდეგ დატოვა ბელარუსი და ლიეტუვაში გაემგზავრა. მოგვიანებით, გავრცელდა ვიდეომიმართვა, რომელშიც ციხანოვსკაია სავარაუდოდ წინასწარ დაწერილ ტექსტს კითხულობდა.