ბელარუსის მთავრობა სირიაზე სამხედრო იერიშს გმობს
ბელარუსის მთავრობა სირიაზე სამხედრო იერიშს გმობს

ბელარუსის მთავრობა სირიაზე სამხედრო იერიშს გმობს. ამის შესახებ ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“სიტუაცია სირიაში ფაქტობრივად გადაიქცა სახელმწიფოთაშორის კონფლიქტად, რომელიც არაკონტროლირებადი სიტუაციის ესკალაციის საფრთხეს ქმნის და შეიძლება რეგიონების ფარგლებს გასცდეს”,- წერია განცხადებაში.

მინსკი მოუწოდებს ყველა მხარეს, შეწყვიტონ სამხედრო ქმედებები და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის გზების ძებნა დაიწყონ.

“ბელარუსი აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენებას გმობს და თვლის, რომ დამნაშავეები უნდა დაისაჯონ, თუმცა საპასუხო ნაბიჯები უნდა ეფუძნებოდეს ერთმნიშვნელოვან, დადასტურებულ ფაქტებს და უნდა განხორციელდეს საერთაშირისო ნორმების დაცვით. ამ კრიტერიუმებიდან არც ერთი არ იყო დაცული მათ მიერ ვინც დღეს სირიაზე დარტყმები მიიტანა”, – განაცხადეს ბელარუსის საგარეო უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ სირიაზე სარაკეტო იეირიში აშშ-მა, საფრანგეთმა და ბრიტანეთმა დღეს გამთენიისას განახორციელეს.