ბელა ხოტენაშვილი ელვისებურ ჭადრაკში ევროპის ვიცე-ჩემპიონია #1TVSPORT

23:10, 09.01.2026

მონტე-კარლოში ელვისებურ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. კონტინენტის პირველობაზე წარმატებით იასპარეზა ბელა ხოტენაშვილმა. საერთაშორისო დიდოსტატმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ქართველი მოჭადრაკე ტურნირის განმავლობაში ლიდერობდა. ბოლო ტურში მან მოგებულ პოზიციაში განცდილი მარცხის შემდეგ I–II ადგილები ნიდერლანდელ ელინე რობერსთან გაიყო, თუმცა პირადი შეხვედრის შედეგის გამო ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ტურნირი შვეიცარიული სისტემით 13 ტურად ჩატარდა და მასში 30 ქვეყნის 127 მოჭადრაკე მონაწილეობდა.

მსგავსი