ბეკერი - ჰარდზე ფედერერთან წავაგებდი
ბეკერი - ჰარდზე ფედერერთან წავაგებდი

ლეგენდარულმა გერმანელმა ჩოგბურთელმა ბორის ბეკერმა იმსჯელა საკუთარ შანსებზე თანამედროვე ვარსკვლავებთან – როჯერ ფედერერთან და რაფაელ ნადალთან შეხვედრის შემთხვევაში.

„რაფაელ ნადალს ბალახზე დავამარცხებდი. ჰარდზე წავაგებდი ფედერერთან, მაგრამ ბალახზე, სავარაუდოდ, შანსი მექნებოდა. ტექნოლოგიები შეიცვალა. ვფიქრობ, ჩემს დროში კონკურენცია მაღალი იყო. გვყავდა 10-15 წამყვანი მოთამაშე, დღეს კი ასეთი მხოლოდ სამია. არ მგონია, რომ თამაში დღეს უფრო მეტ ფიზიკურ მომზადებას ითხოვდეს. მაგალითად, სტეფან ედბერგი და პატრიკ რაფტერი მაშინაც შესანიშნავად იყვნენ მზად ფიზიკურად“, – მოჰყავს ბეკერის სიტყვები „ტენის ვორლდს“ (Tennis World).