ბეკენბაუერის თასზე „ბაიერნის“, „რეალისა“ და „მილანის“ ლეგენდები ითამაშებენ #1TVSPORT
ბეკენბაუერის თასზე „ბაიერნის“, „რეალისა“ და „მილანის“ ლეგენდები ითამაშებენ #1TVSPORT

მიუნხენის „ბაიერნი“ 17 მარტს ჩაატარებს ტურნირს, სახელწოდებით ბეკენბაუერის თასი, რომელშიც ფეხბურთის ლეგენდები მიიღებენ მონაწილეობას.

ბეკენბაუერის თასის ჩატარება უკავშირდება მიუნხენური კლუბის 125 წლისთავს. მასპინძელი გუნდის გარდა, ტურნირში ითამაშებენ „რეალი“, „მილანი“, „დორტმუნდი“, „შტუტგარტი“ და „აიაქსი“.

ბეკენბაუერის თასზე ელოდებიან არიენ რობენს, ფრანკ რიბერის, ლოთარ მათეუსს, დიდას, ლუკას ბარიოსს, ალექსანდრ გლებსა და რაიან ბაბელს.