ბეირუთში აქციის მონაწილეებსა და მოძრაობა „ჰეზბოლასა“ და „ამალის“ მხარდამჭერებს შორის შეტაკება მოხდა

08:53, 25.11.2019

ბეირუთის ცენტრში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და მოძრაობა „ჰეზბოლასა“ და „ამალის“ მხარდამჭერებს შორის შეტაკება მოხდა. არიან დაშავებულები.

დაპირისპირებული მხარეების განცალკევების მიზნით, ადგილზე ლიბანის არმიისა და უსაფრთხოების ძალების მობილიზაცია განხორციელდა, რომელთაც ამ დროისთვის ტერიტორიაზე კონტროლი უკვე მოიპოვეს. ისინი დაპირისპირებულ მხარეებს ერთმანეთთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.

მხარეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც „ჰეზბოლასა“ და „ამალის“ მხარდამჭერებმა ბეირუთის ცენტრში საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ გაშლილი კარვების დარბევა დაიწყეს.

მსგავსი