ბეირუთის პორტში, სადაც 4 აგვისტოს აფეთქება მოხდა, ხანძარია
ბეირუთის პორტში, სადაც 4 აგვისტოს აფეთქება მოხდა, ხანძარია

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ხანძარია. „როიტერის“ ინფორმაციით, ხანძარი 4 აგვისტოს მომხდარი აფეთქების ადგილას, ბეირუთის პორტის ტერიტორიაზეა.

ხანძრის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ბეირუთის პორტში ძლიერი აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა, რასაც 200-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 6000-მდე კი დაშავდა. ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, პორტში 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი აფეთქდა, რომელიც უსაფრთხოების პირობების დაუცველად პორტის საწყობში წლების განმავლობაში ინახებოდა.