ბეილის აგენტი - გარეტს ჩინელებისგან ჰქონდა წინადადება, რომელიც მას პლანეტის ყველაზე მდიდარ ფეხბურთელად აქცევდა
ბეილის აგენტი - გარეტს ჩინელებისგან ჰქონდა წინადადება, რომელიც მას პლანეტის ყველაზე მდიდარ ფეხბურთელად აქცევდა

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელის, გარეტ ბეილის აგენტმა, ჯონათან ბარნეტმა განაცხადა, რომ მის კლიენტს ჩინელებისგან ისეთი შემოთავაზება ჰქონდა, რომელიც უელსელს პლანეტის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქცევდა.

„მას ისეთი წინადადება შესთავაზეს, რომელზეც უარის თქმა არ შეიძლებოდა, მაგრამ „რეალმა“ ბეილის გაყიდვა არ ისურვა, – ციტირებს ჯონათან ბარნეტის სიტყვებს AS.

– ჩინური კლუბი მადრიდელებს იმდენ ფულს გადაუხდიდა, რამდენსაც მოისურვებდნენ. გარეტსაც სურდა, რომ ჩინური ფეხბურთი შეეცვალა. მას ამ მიმართულებით საკუთარი ხედვა ჰქონდა.

გარეტმა ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა და ეს არაერთხელ გააკეთა. მას შეეძლო ჩინეთში სრულიად ახალი ლიგა შეექმნა და გარეტი გახდებოდა პირველი უმაღლესი დონის ფეხბურთელი, რომელიც ჩინეთში ითამაშებდა. თუმცა, ასე არ მოხდა.

ეს შეთანხმება, რომ დადებითად გადაწყვეტილიყო გარეტი პლანეტის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდებოდა“.