ბეილი თვლის, რომ პუშკაშის ჯილდო სალაჰზე მეტად ეკუთვნოდა
ბეილი თვლის, რომ პუშკაშის ჯილდო სალაჰზე მეტად ეკუთვნოდა

„რეალ მადრიდის“ ფორვარდ გარეთ ბეილს მიაჩნია, რომ ფიფას პუშკაშის სახელობის ჯილდო მას უფრო ეკუთვნოდა, ვიდრე მოჰამედ სალაჰს.

საოცარი მაკრატელა, რომელიც ბეილმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ლივერპულს“ გაუტანა, ფიფას დაჯილდოვებისას ნომინანტებს შორის იყო, თუმცა მოჰამედ სალაჰის მიერ „ევერტონის“ კარში გატანილმა გოლმა უფრო მეტი ხმა მიიღო.

ბეილს მიაჩნია, რომ სალაჰის გამარჯვებამ პუშკაშის ჯილდოს მნიშვნელობა დააკნინა.

„ჰო, დაკვირვებული ვიყავი, მართალი გითხრათ. მიმაჩნია, რომ სალაჰის გოლი არაჩვეულებრივი იყო, თუმცა ასევე ვთვლი, რომ მისი გამარჯვებით პუშკაშის ჯილდოს მნიშვნელობა დაკნინდა“, – განაცხადა ბეილმა, რომლის ზემოხსენებული გოლი პოპულარულმა ჟურნალმა „ფორფორთუმ“ (FourFourTwo) წლის საუკეთესოდ აღიარა.