ბეილი შესაძლოა იუვენტუსში გადავიდეს
ბეილი შესაძლოა იუვენტუსში გადავიდეს

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველის, გარეთ ბეილის აგენტი არ გამორიცხავს, რომ მისმა კლიენტმა კარიერა „იუვენტუსში“ გააგრძელოს. ბარნეტის განცხადებით, გამორიცხული არაფერი არაა.

გარეთი „რეალში“ ბედნიერია, მაგრამ სამომავლოდ ყველაფერი შესაძლებელია, რადგან ფეხბურთი მოულოდნელობებითაა ცნობილი. რონალდოს წასვლა „რეალისთვის“ მარტივი გადასატანი არ იყო. გარეთს მოსწონდა კრიშტიანუსთან ერთად თამაში და თუ ის „იუვენტუსში“ გადავა, მაშინ იტალიაში ვარსკვლავების გადასვლა დაიწყება, რადგან სერია A ახლა ძალიან გამოცოცხლებულია“, – განაცხადა ბარნეტმა.