ბეგლარიშვილი უნგრულ გუნდში გადავიდა
ბეგლარიშვილი უნგრულ გუნდში გადავიდა

„ვიცი, რომ მოვხვდი გუნდში, სადაც კარიერა ფერენც პუშკაშმა დაიწყო, შემდეგ კი მადრიდის „რეალში“ გადავიდა. მე საჭირო ადგილას მოვხდი“ – ეს ზაქარია ბეგლარიშვილმა უნგრულ „ჰონვედში“ გადასვლის შემდეგ განაცხადა.

28 წლის ნახევარმცველი ისევ ტალინის „ფლორას“ ეკუთვნის, მაგრამ ბალტიისპირელთა ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ზაქარია ბეგლარიშვილი უნგრეთში კარიერას ნახევარწლიანი იჯარით გააგრძელებს.

ბეგლარიშვილმა უნგრეთში გადასვლის მიზეზებზეც ილაპარაკა: „ესტონეთში მე ყველაფერი მოვიგე. ახლა კი მინდა, რომ უნგრეთშიც კარგად ვითამაშო, მეტი გოლი გავიტანო და მეტი საგოლე გადაცემები დავაგროვო. ჩემით რამდენიმე კლუბი დაინტერესდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ყველაზე მეტად ტრანსფერი „ჰონვედს“ სურდა. მე აქ ვარ და მზად ვარ, წარმატებული გაზაფხულისთვის მოვემზადო“.

შეგახსენებთ, რომ ბეგლარიშვილი 2018 წელს ესტონეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. 28 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ნოემბერ-დეკემბერში ესტონეთის მოქალაქობის მისაღებად სავალდებულო გამოცდა ჩააბარა და მალე ამ ბალტიისპირული ქვეყნის ეროვნული ნაკრების მაისურით ითამაშებს.