ბეგლარიშვილი კარგ სეზონს ატარებს - ქართველმა ნახევარმცველმა დუბლი შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
ბეგლარიშვილი კარგ სეზონს ატარებს - ქართველმა ნახევარმცველმა დუბლი შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

ზაქარია ბეგლარიშვილმა ესტონეთის პრემიუმლიგაში დუბლი შეასრულა და გუნდს ქულების გადარჩენაში დაეხმარა, ხოლო თავად ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილი შეინარჩუნა.

31 წლის ქართველი ნახევარმცველი 29-ე ტურის შეხვედრაში ტალინის „ლევადიას“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 73-ე წუთზე შეცვალეს, სადაც მისი გუნდი ტალინის „ლეგიონს“ „სპორტლანდ არენაზე“ დაუპირისპირდა და მხოლოდ ქულას დასჯერდა.

ზაქარია ბეგლარიშვილმა გუნდი ორჯერ დააწინაურა 22-ე და 55-ე წუთებზე. მაგრამ „ლეგიონმა“ იბრძოლა და საბოლოოდ, შეხვედრა 2:2 დაასრულა.

 

ესტონეთის პრემიუმლიგაში 22-ტურიანი რეგულარული სეზონის შემდეგ საჩემპიონო და გასავარდნების ჯგუფური თამაშები დაიწყო. ქართველი ნახევარმცველის გუნდი 71 ქულით პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსანს, „ფლორას“ 10 ქულით ასწრებს.

ლევადიას“ ქართველმა ლეგიონერმა 28 მატჩში 22 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მე-2 ადგილზეა – პირველზე „პაიდეს“ და ესტონეთის ნაკრების თავდამსხმელი ჰენრი ანიერია 23 გოლით. მაგრამ ამავე დროს, ზაქარია ბეგლარიშვილმა 17 საგოლე გადაცემა შეასრულა, რაც გასაოცარი შედეგია.