ბეგლარიშვილი ესტონეთში წლის ფეხბურთელებში მესამეზე დაასახელეს, მაგრამ ფანებმა საუკეთესოდ აღიარეს #1TVSPORT
ბეგლარიშვილი ესტონეთში წლის ფეხბურთელებში მესამეზე დაასახელეს, მაგრამ ფანებმა საუკეთესოდ აღიარეს #1TVSPORT

გასული წლის შედეგების მიხედვით, ტალინის „ლევადიას“ ქართველი ლიდერი ზაქარია ბეგლარიშვილი წლის საუკეთესო მოთამაშეთა შორის მესამე ადგილზე გავიდა, მაგრამ ის გულშემატკივრებმა საუკეთესოდ აღიარეს.

ესტონეთის საფეხბურთო ჟურნალისტთა კლუბისა და ესტონეთის საფეხბურთო კავშირის წარმომადგენლების კენჭისყრით ესტონეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად „ფლორას“ და ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი რაუნო საპინენი დაასახელეს, მეორეზე მისი თანაგუნდელი კონსტანტინე ვასილიევია, ხოლო ზაქარია ბეგლარიშვილი – მესამე.

სამაგიეროდ, გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგებით ესტონეთში საუკეთესო მოთამაშედ ზაქარია ბეგლარიშვილი დაასახელეს, რომელსაც საპინენზე უკეთესი შედეგი ჰქონდა – გასულ სეზონში „ლევადიას“ ნახევარმცველმა 24 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ზაქარია ბეგლარიშვილმა 2019 წელს ესტონეთის პასპორტი მიიღო და იმედი აქვს, რომ ესტონეთის ნაკრებში 2022 წელს სადებიუტო მატჩს ჩაატარებს.