ბეგლარ სოლომონიძემ იუნიორ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ,,ბ” ჯგუფში იასპარეზა

15:51, 24.10.2019
რუმინეთში მიმდინარე იუნიორ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 81 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ბეგლარ სოლომონიძემ დღეს ,,ბ” ჯგუფში იასპარეზა და ატაცში დაძლეული 138 კგ-ით მეორე ადგილზე გავიდა, სოლომონიძემ ასევე მეორე შედეგი აჩვენა აკვრაში და აქ მან 163 კგ. დააფიქსირა.

ბეგლარ სოლომონიძე ორჭიდის ჯამშიც მეორეა და მისი შედეგი 301 კგ-ია.

მსგავსი