ბეჟანიშვილის სასტარტო, 12 ქულა და საუკეთესო შედეგი – „სკაიჰოუკსმა“ დამაჯერებლად მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
NBA-ის რეგულარული სეზონის პარალელურად G ლიგა მიმდინარეობს, სადაც მორიგი შეხვედრები გაიმართა. „ატლანტა ჰოუკსის“ განვითარების ლიგის გუნდი, „კოლეჯ პარკ სკაიჰოუკსი“ „მოტორ კრუიზ სიტის“ ზედიზედ მეორედ დაუპირისპირდა და 123-107 დაამარცხა.
გიორგი ბეჟანიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 37 წუთი ითამაშა – მის ანგარიშზე 12 ქულა, 9 მოხსნა (5 შეტევაში), 6 პასი და 2 დაფარებაა. მან 9-დან 5 ორქულიანი და ერთი საჯარიმო გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ გიორგის პარკეტზე ყოფნის პერიოდში „სკაიჰოუკსმა“ მეტოქეს 23 ქულით მოუგო, რაც ორივე გუნდის მხრიდან საუკეთესო შედეგი იყო.
Giorgi B 💪 pic.twitter.com/eaAOpEa5eo
— College Park Skyhawks (@CPSkyhawks) January 29, 2023
Putback slam!! pic.twitter.com/wTGYuY7dII
— College Park Skyhawks (@CPSkyhawks) January 29, 2023
ბეჟანიშვილის გუნდი 6 მოგებითა და 7 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზეა. შემდეგ შეხვედრას „სკაიჰოუკსი“ 4 თებერვალს „მეინ სელტიკსთან“ გამართავს.