ბეჟანიშვილის სადებიუტო შეხვედრა და 4 ქულა - NBA-ის საზაფხულო ლიგა დაიწყო [ვიდეო] #1TVSPORT
ბეჟანიშვილის სადებიუტო შეხვედრა და 4 ქულა - NBA-ის საზაფხულო ლიგა დაიწყო [ვიდეო] #1TVSPORT

9 აგვისტოს ლას ვეგასში NBA-ის საზაფხულო ლიგამ აიღო სტარტი, სადაც რამდენიმე გუნდმა თავიანთი შეხვედრები უკვე ჩაატარა. ჩვენთვის საინტერესო პირველი სატურნირო დღიდან „დენვერის“ შეხვედრა იყო, სადაც ქართველი კალათბურთელი – გიორგი ბეჟანიშვილი ირიცხება. „ნაგეტსმა“ პირველი მატჩი „მაიამის“ წინააღმდეგ გამართა და 20-ქულიანი სხვაობით – 77:97 დამარცხდა.

ბეჟანიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და 15 წუთი ითამაშა, რა დროშიც 4 ქულისა და 3 მოხსნის (2 დაცვაში, 1 შეტევაში) დაგროვება მოასწრო. მან პერიმეტრიდან ბურთი ერთხელ ისროლა და ააცილა, საშუალო დისტანციიდან კი 3-დან 2 მცდელობა გამოიყენა. გიორგიმ 3-ჯერ დაკარგა ბურთი და მეტოქის წინააღმდეგ 5-ჯერ დაჯარიმდა.

 

შეგახსენებთ, რომ „ილინოისის“ ყოფილი კალათბურთელი, 22 წლის გიორგი ბეჟანიშვილი დრაფტზე არ აურჩევიათ, მაგრამ შემდეგ „დენვერ ნაგეტსმა“ მასთან გარკვეული პირობები შეათანხმა და გუნდს საზაფხულო ლიგისთვის დაემატა, კარგი თამაშის შემთხვევაში კი, შესაძლოა, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში კიდევ ერთი ქართველი კალათბურთელი ვიხილოთ.