ბეჟანიშვილის რვიანები G ლიგაში - „სკაიჰოუკსმა“ დამაჯერებლად მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
ბეჟანიშვილის რვიანები G ლიგაში - „სკაიჰოუკსმა“ დამაჯერებლად მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი ბეჟანიშვილის „კოლეჯ პარკ სკაიჰოუკსმაNBA-ის G ლიგაში მომდევნო შეხვედრა გამართა. „ატლანტა ჰოუკსის“ განვითარების ლიგის გუნდი, ამჯერად „მეინ სელტიკსს“ დაუპირისპირდა და დიდი სხვაობით, 114-96 დაამარცხა.

ქართველი კალათბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 34 წუთი ითამაშა. ამ დროში მან 8 ქულა, 8 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. ბეჟანიშვილმა 6-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა. ის მეტოქის წინააღმდეგ 2-ჯერ დაჯარიმდა და 3-ჯერ დაკარგა ბურთი, +/- მაჩვენებელი კი +1 ჰქონდა.

შეხვედრის ბედი მეორე მეოთხედში გადაწყდა – თანაბარი პირველი პერიოდის შემდეგ, „სკაიჰოუკსმა“ 21-ქულიანი გაქცევა მოახერხა, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა. საბოლოო ჯამში, გიორგის გუნდმა მეტოქე 18 ქულით დაამარცხა.

„კოლეჯ პარკ სკაიჰოუკსი“ 7 მოგებითა და 7 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზეა. შემდეგ შეხვედრას ჯორჯიელები 5 თებერვალს, კვლავ „მეინ სელტიკსის“ წინააღმდეგ გამართავენ.