ბეჟანიშვილის 9 ქულა მოგებულ შეხვედრაში - „სკაიჰოუკსი“ პირველ ადგილზეა [ვიდეო] #1TVSPORT
ბეჟანიშვილის 9 ქულა მოგებულ შეხვედრაში - „სკაიჰოუკსი“ პირველ ადგილზეა [ვიდეო] #1TVSPORT

NBA-ის G ლიგაში გიორგი ბეჟანიშვილმა „კოლეჯ პარკ სკაიჰოუკსის“ შემადგენლობაში მორიგი შეხვედრა გამართა. „ატლანტა ჰოუკსის“ განვითარების ლიგის გუნდმა „მეინ სელტიკსს“ უმასპინძლა და 119-101 დაამარცხა.

ბეჟანიშვილმა 20 წუთში 9 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. მან 7-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 ერთქულიანი გამოიყენა, პერიმეტრიდან კი ერთხელ ისროლა და ვერ ჩააგდო. გიორგი მეტოქის წინააღმდეგ 4-ჯერ დაჯარიმდა, +/- მაჩვენებელი კი 0 ჰქონდა.

მატჩის ბედი „სკაიჰოუკსმა“, ფაქტობრივად, პირველსავე მეოთხედში გადაწყვიტა – ბეჟანიშვილის გუნდი მეტოქეს 14 ქულით გაექცა, რაც, საბოლოო ჯამში, გადამწყვეტი აღმოჩნდა.

„სკაიჰოუკსი“ 9 მოგებითა და 4 მარცხით აღმოსავლეთ დივიზიონში პირველ ადგილზე იმყოფება.