ბეჟანიშვილის 7 ქულა 21 წუთში - „სკაიჰოუკსმა“ ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
ბეჟანიშვილის 7 ქულა 21 წუთში - „სკაიჰოუკსმა“ ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

NBA-ის განვითარების ლიგაში გიორგი ბეჟანიშვილის „კოლეჯ პარკ სკაიჰოუკსმა“ მეორე შეხვედრა გამართა. „ატლანტა ჰოუკსის“ G ლიგის გუნდი ისევ „ლონგ აილენდ ნეტსს“ დაუპირისპირდა და მეტოქე ამჯერადაც დაამარცხა 129-119.

გიორგი სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა, მაგრამ პარკეტზე პირველი მეოთხედის დასაწყისშივე გამოჩნდა. მან 21 წუთში 7 ქულის, 5 მოხსნის, 2 პასისა და 1 დაფარების დაგროვება მოასწრო. ბეჟანიშვილმა 2-დან 1 სამქულიანი და 3-დან 2 ორქულიანი გამოიყენა. ის ერთხელ დაჯარიმდა და ერთხელ დაკარგა ბურთი, მისი პარკეტზე ყოფნის პერიოდში კი „სკაიჰოუკსმა“ მეტოქეს 12 ქულით მოუგო, რაც ორივე გუნდის მხრიდან მე-2 საუკეთესო შედეგია.

ამ გამარჯვების შემდეგ, „კოლეჯ პარკ სკაიჰოუკსს“ 2-დან 2 მოგება დაუგროვდა. შემდეგ შეხვედრას ბეჟანიშვილის გუნდი 12 ოქტომბერს გამართავს.